logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: აბაშიძემ დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ!
- +

20 მარტი. 2016. 23:53


ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის  შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს:


კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურა აბაშიძემ.

აბაშიძემ დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია.

ამ განცხადებებს უნდა ჰყავდეს ადექვატური პასუხის გამცემი. მე რომ მყავდეს სპეც წარმომადგებელი, ის სხვა პასუხს გასცემდა კარასინს"- საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.


ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა ივსება, ასე შეაფასა:


„თუ ჭკვიანურად მოვიქცევით,  არაფერი დაგვემუქრება."- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


იქამდე კი გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. კარასინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია უარყოფითი განცხადებები ისმის, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერანაირად დაათბობს. სავიზო რეჟიმის გაუქმება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner