მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი შალვა რამიშვილის გადაცემაში „პიანი ბაზარი", ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აფასებს. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ამერიკაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.
„ამერიკაში დემოკრატიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. დემოკრატიის გამარჯვება ერთხელ და საბოლოოდ არ ხდება, ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. მგონია, რომ ტრამპის გამარჯვება იყო აჯანყება ელიტების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ ადამიანებს მოსწყინდათ ყალბად თავს მოხვეული პოლიტიკური კონექტურების დისკუსი, უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე დემოკრატიის სახელით და მანიპულაცია",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ხოლო შალვა რამიშვილის შეკითხვას, ქართველებს რატომ გაუხარდათ დონალდ ტრამპის გამარჯვება, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ ქართველებს დემოკრატიის სწამთ.
„ჩვენ ვართ ნამდვილი დემოკრატები. გვწამს დემოკრატიის გამარჯვების და უპირატესობის",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.