logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ხელფასზე უარს აცხადებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 11:09



„CBS"-ის გადაცემაში „60 წუთი" ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვაზე - მიიღებს თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ხელფასს, განაცხადა, რომ ის უარს იტყვის ხელფასზე.


 

„ჩემი პასუხია - არა. ვფიქრობ, კანონის შესაბამისად უნდა მივიღო, როგორც მინიმუმ, 1 აშშ დოლარი, ასე რომ, ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 400 000 აშშ დოლარს წელიწადში. ასევე პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 50 000 აშშ დოლარი პირად ხარჯებზე, მგზავრობების ფონდი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით და 19 000 აშშ დოლარი გართობებზე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner