უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკვე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში პრეზიდენტობისას.
სააკაშვილმა პოროშენკოსთან მისი პიროვნების შედარებისას, წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის - თუ რა გამოსდის მასზე უკეთესად პოროშენკოს - საპასუხოდ თქვა, რომ მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა, მისთვის კი ჩვეულებრივი ადამიანების საფიქრალის გაგებაა უფრო ადვილი, მას მათ ადგილას თავის დაყენება შეუძლია, რადგან მისი თქმით, იგი გაცილებით უფრო ახლოს არის ადამიანებთან მატერიალური მდგომარეობით, და მეორე მომენტია ის, რომ იგი „ადამიანებთან ურთიერთობას ეთაყვანება".
„არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი. პატარა ქვეყანაა, რა თქმა უნდა, უკრაინა სხვა ისტორიაა", - განაცხადა სააკაშვილმა.