logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას აპირებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 11:16



აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „CBS"-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი აპირებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 3 მილიონამდე ადამიანის დეპორტაციას, რომლებიც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ.



„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ, ან ციხეში ჩავსვამთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner