logo_geo
eng_logo
რა პრობლემებია განათლების სისტემაში - ვასილ მაღლაფერიძის განცხადება
- +

14 ნოემბერი. 2016. 11:17


 

„ქართული განათლების სისტემას დღეს ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ „განათლების სისტემა აუცილებლად საჭიროებს ძირეულ და გრძელვადიან, კარგად გააზრებულ და დროში გაწერილ რეფორმას".


„წესით, სწორედ ამ რეფორმის ფორმაზე და შინაარსზე უნდა მიმდინარეობდეს საჯარო დისკუსიები სპეციალისტების მონაწილეობით.

 

ამ ვითარებაში მთავარ პრობლემებზე მსჯელობის ნაცვლად დილეტანტური საუბრები საზეპიროების სწავლა-არსწავლის შესახებ კიდევ უფრო დაგვაშორებს ამ პრობლემების მოგვარებას. საზეპიროებზე უარის თქმა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ეს ერთ დღეში მოხერხდება, ისედაც არავინ იკლავს ამით თავს, მაგრამ ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით განათლების ხარისხი გაუმჯობესდება?! არის კი ეს ის პირველი ნაბიჯი, რითიც რეფორმა უნდა დაიწყოს?!

 

მეთოდიკა და, მათ შორის, საზეპიროების თუ ფორმულების დამახსოვრების საკითხი იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც უნდა განიხილონ და დაამტკიცონ სპეციალისტებმა, ისევე როგორც მხოლოდ ექიმებმა უნდა შეარჩიონ მკურნალობის მეთოდი და არა ქუჩაში გამვლელებმა ხმის უმრავლესობით.

 

ასევე ძალიან ცუდი იქნება იმ პრაქტიკის საბოლოოდ დამკვიდრება, რომ სწავლების მეთოდიკა მინისტრებთან ერთად და მათი გემოვნების მიხედვით უნდა იცვლებოდეს.

 

რომელ ლექსს ისწავლიან სკოლაში ზეპირად და რომელ ფორმულას, ეს არ შეიძლება მინისტრის გადასაწყვეტი იყოს, მინისტრმა ისეთი გარემო უნდა შექმნას, სადაც სპეციალისტები ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

 

დაბოლოს. ძალიან ცუდი იქნება, თუ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ საზეპიროების სწავლების გაუქმება განათლების რეფორმას ნიშნავს", - წერს მაღლაფერიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner