logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ძალიან კომიკური სიტუაციაა შექმნილი ქართულ ლიბერალურ მედიაში ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით
- +

14 ნოემბერი. 2016. 11:25


 

„ძალიან კომიკური სიტუაციაა შექმნილი ქართულ ლიბერალურ მედიაში ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე წერს.

 

„აქამდე „ლიბერალები" გაუნათლებლობის გამო გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ ლგბტ, მულტიკულტურალიზმი, ეროვნული სახელმწიფოების ბოროტებად გამოცხადება და მთელი ეს ტროცკისტულ-სოროსისტული სულიერ-გონებრივი აშლილობა - ამერიკაა და ამ ყველაფრის უკან დგას ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება.

 

ანუ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, სოროსელებს არ აწყენინოთ, თორემ ჩვენ და ამერიკას ვინ მოგვერევაო.

 

ტრამპის გუნდი ღიად აცხადებს სოროსს და მის განშტოებებს კრიმინალებად და რა უნდა ქნან ახლა სოროსის ფონდმა და მისმა კლიენტურამ?

 

გაოგნებულები არიან. შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს მტრად ხომ არ გამოაცხადებენ?

 

„რუსთავი 2" ბოლომდე იდგა - არ უნდოდა ეღიარებინა კლინტონის მარცხი, მაგრამ მოუწია.

 

კობა ხაბაზის რევოლუციურ აღტყინებას არ აჰყვნენ. ეს ნამეტანი კომიკური იქნებოდა.

დუმან: ბოკერია მეუღლითურთ და უსუფაშვილი, ასევე მეუღლითურთ.

 

თუმცა ამ დროს მარტოკამ უნდა ვიომოო და ნამდვილი სოროსული მარტვილობის გზას დაადგა გიორგი მარგველაშვილი და ფემინისტი „ეპისკოპოსი" რუსუდან გოცირიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

მოკლედ, ადრე თუ ნორმალურ ადამიანებს ამერიკით აშინებდნენ, ახლა სიტუაცია პირიქითაა.

 

ცოტა მეტი წინდახედულება და ზნეობრივი პრინციპების დაცვა არ აწყენდა ზოგიერთს.

 

იძახონ ახლა, კაი კაცია, დამსახურებაც აქვს და ცოდნაც, მაგრამ ამერიკელებს რა ვუთხრათ, ვერ გაგვიგებენო.

 

სულიერი მონობა ყოველთვის დასჯადია, ხოლო ინიციატივიანი მონობა - ორმაგად", - წერს სოსო მანჯავიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner