logo_geo
eng_logo
„გაუფრთხილდი ისტორიას“ - კულტურის პალატა ახალ პროექტს იწყებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 12:37

 

 

საქართველოს კულტურის პალატა იწყებს ახალ პროექტს „გაუფრთხილდი ისტორიას". პროექტი ითვალისწინებს ხელოვანების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით ყოველთვიურ საჯარო შეხვედრებს.


ინივიატივა კულტურის პალატას ეკუთვნის. იდეის განხორციელების აუცილებლობა სფეროში არსებულმა პრობლემებმა წარმოშვა.


კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ცნობილი და ღვაწლმოსილი ხელოვანებით. ჯგუფი განიხილავს შეხვედრის დროს წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს, იდეებს, წინადადებებს და დაიწყებს მუშაობას მისი განხორციელებისათვის.


პროექტის მიზანია, შექმნას რეალური სივრცე, სადაც ყველა ამ ადამინს მიეცემა შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი აზრი, მიაწოდოს იდეა და შესაძლებლობები, შემდგომ უკვე ჯგუფთან ერთად ჩაერთოს კულტურისა და ხელოვნების დარგის განვითარების პროცესში. ჩვენ მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ის, რასაც ქართული კულტურა და ხელოვნება ქვია და სწორედ მათი სიტყვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამ კულტურის შემდგომ ხელშეწყობის საქმეში, რომ მათ იგრძნონ - ქვეყანას ისინი დღემდე სჭირდება", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner