რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთ-სომხეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციისა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.