logo_geo
eng_logo
„ტაბულამ“ სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:03



„ტაბულამ" სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ტაბულა" მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს.


ამასთან, 2017 წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდისა და „ტაბულას" facebook-გვერდის მეშვეობით გავრცელდება.


„ტაბულას" განცხადებით, განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner