„ტაბულამ" სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ტაბულა" მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს.
ამასთან, 2017 წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდისა და „ტაბულას" facebook-გვერდის მეშვეობით გავრცელდება.
„ტაბულას" განცხადებით, განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება.