logo_geo
eng_logo
„თქვენი ლიდერი ჩმორი დათო ბაქრაძე ყოფილა“ - თეა თუთბერიძე ოთარ კახიძეს უპირისპირდება
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:12



„იმაზე მეტად დებილი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა თუთბერიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ოთარ კახიძის შესახებ წერს. როგორც თუთბერიძე აღნიშნავს, კახიძეს ლოგიკურად აზროვნების უნარიც კი არ აქვს.

 

„ტიპს ლოგიკური აზროვნების უნარიც რომ არ აქვს ყველა სიკეთესთან ერთად. თუ ე.წ. კომპეტენტური გუნდის, ამის და ბაქრაძის გამო მისცა ხმა 500 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ენმ-ს, მაშინ მეორე ტურზე ენმ-ის ამომრჩეველთა არმისვლას მიშას რატომღა აბრალებდნენ?

 

გაიგეთ ახლა, ენმ-ის ამომრჩევლობო, ვისთვის მიგიციათ ხმა, ხომ? თქვენი ლიდერი, არც მეტი - არც ნაკლები, ჩმორი დათო ბაქრაძე ყოფილა.

 

გარდაუვალი გამარჯვების გეგმაც ჰქონიათ. როგორ უნდა შეგეპაროს აბა ახლა ეჭვი ამ გარდაუვალ გამარჯვებაში? ეს და დათო ბაქრაძე რომ მოიმხრობენ ამომრჩევლებს, ამაში ვინც ეჭვს შეიტანთ, პარტიასთან თქვენ აღარაფერი გესაქმებათ.

P.S. ეს იმაზე მეტად დებილი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა", - წერს თეა თუთბერიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner