logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველი „ტაბულას“ სექსისტური შინაარსის მქონე ვიდეორგოლის ინტერნეტ-სივრციდან მოხსნისკენ მოუწოდებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:28


 

„2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „ტაბულას" გადაცემა „რესტორანის" სექსისტური შინაარსის მქონე პრომო ვიდეორგოლთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გავრცელებული ვიდეორგოლი გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„გადაცემის პრომორგოლში ქალის შიშველი სხეული გამოყენებული არის საკვების განთავსებისათვის განკუთვნილ ობიექტად - წარმოჩენილია როგორც ღირებულებას მოკლებული ნივთი, რაც აუფასურებს ქალის პიროვნებას. გადაცემისა და მისი პრომოს შინაარსს შორის ლოგიკური კავშირი დარღვეულია, რადგან აქცენტი გადატანილია არა საკვებზე, არამედ ქალის ობიექტივიზირებულ სხეულზე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner