logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს არსებული საბანკო მონოპოლიისგან
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:28



„ქართული ოცნების" წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს არსებული საბანკო მონოპოლიისგან.



მისი თქმით, ბანკები დღეს მოქმედებენ სხვადასხვა თვალთმაქცური გზებით, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.



ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებული ცვლილებები არის მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. პირველ რიგში, ეს არის ბანკების არაპროფილური საქმიანობა, რაც ვფიქრობ, ყველაზე მეტად ავიწროებს ბიზნესს და ქმნის დასაქმების პრობლემას. პრაქტიკულად, დღეს ყველაფერი მონოპოლიზებულია ბანკების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ბიზნესს აქვს თავისი მოქმედების არეალი. ბანკებს კი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ და მხოლოდ თავისი საკრედიტო პოლიტიკა და არა საინვესტიციო, რადგან მაშინ უნდა იყვნენ საინვესტიციო ბანკები, რომელიც მაღალი რისკის შემცველია. დღეს ბანკები თვალთმაქცური გზებით მოქმედებენ, შეიძლება იურიდიულად ისინი რაღაცას აკეთებენ, მაგალითად, გარეთ არეგისტრირებენ თუნდაც სხვადასხვა კომპანიებს, რა თქმა უნდა, ეს თვალთმაქცური ქმედებაა და შინაარსობრივად არაფერს ცვლის. მე ვფიქრობ, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს არსებული საბანკო მონოპოლიისგან", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner