logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები და მუშაობა არ მიმდინარეობს
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:32



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები და მუშაობა არ მიმდინარეობს.



ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა 11 ნოემბერს, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართა. პროფკავშირი თბილისში ტაქსის მძღოლებისათვის რეგულაციების შემოღების პროცესში მძღოლების ჩართვას მოითხოვდა. ტაქსის მძღოლების პროფკავშირები და ტაქსის მძღოლები აცხადებდნენ, რომ თბილისის მერიას რეგულაციებზე მუშაობა დაწყებული აქვს და მათთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით მუშაობს მერია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner