logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ჩვენ ველით ძალიან მტკიცე პარტნიორობას აშშ-ის შემდეგ ადმინისტრაციასთან
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:33



ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების საკითხი განიხილეს, განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-სთან „ძალიან მტკიცე პარტნიორობას" მოელიან.



მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათ უნდა სცოდნოდათ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმების დეტალები.


შეხვედრას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არ დასწრებიან.



ჩვენ ველით ძალიან მტკიცე პარტნიორობას აშშ-ის შემდეგ ადმინისტრაციასთან", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.



მისი თქმით, აშშ-ს ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან „გარდამავალი პერიოდის პირველივე კვირიდან".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner