ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების საკითხი განიხილეს, განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-სთან „ძალიან მტკიცე პარტნიორობას" მოელიან.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათ უნდა სცოდნოდათ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმების დეტალები.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არ დასწრებიან.
„ჩვენ ველით ძალიან მტკიცე პარტნიორობას აშშ-ის შემდეგ ადმინისტრაციასთან", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, აშშ-ს ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან „გარდამავალი პერიოდის პირველივე კვირიდან".