logo_geo
eng_logo
„ტრამპი არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას არ გეგმავს“
- +

14 ნოემბერი. 2016. 13:38



აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოლ რაიანის განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გეგმავს არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას.


 

ჩვენ არ ვაპირებთ, შევქმნათ დეპორტაციის სტრუქტურები. დონალდ ტრამპი არ გეგმავს ამას.

ვფიქრობ, უნდა დავაწყნაროთ ხალხი. დეპორტაცია არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე", - განაცხადა პოლ რაიანმა „CNN"-ის ეთერში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner