logo_geo
eng_logo
რატომ მიდიან ერთმანეთის მიყოლებით ცნობილი პოლიტიკოსები? - ლაშა ნაცვლიშვილის განცხადება
- +

14 ნოემბერი. 2016. 14:59


 

„ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ ტექტონიკური ძვრა მოახდინა და პერიფერიული პოლიტიკური ბიძგები, რომელიც ამ ფაქტს თან ახლდა, დღემდე გრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის - რატომ მიდიან ერთმანეთის მიყოლებით ცნობილი პოლიტიკოსები - საპასუხოდ განაცხადა.


„რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად, გიორგი თარგამაძისა და დავით გამყრელიძის სახით, მან იქვე, ადგილზე, 2012 წელსვე დაამთავრა. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ კოალიციურ კალთას შეფარებით, შესაძლო იქნებოდა რაღაც ტიპის მანიპულაციური პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოტანილ მაღალ სტანდარტს ვერ უძლებ, შენთვის ჟანგბადი აღარ რჩება ქართულ პოლიტიკაში და მიდიხარ...

 

ვინაიდან პოლიტიკური ველი ასე მიმოინგრა და ბუნებას არ უყვარს სიცარიელე, ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიციის მოთხოვნილება ბუნებრივად არსებობს, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე - თუკი ისინი შეცდომებში გაიჭედებიან, მესამე ძალის იდეაც განწირულია: ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს იმდენად ეძვირფასება 2012 წლის გამარჯვება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცემს საშუალებას, ეს გამარჯვება რაღაც იაფფასიან პოპულიზმსა და ხელისუფლების უპრაგონო ლანძღვაზე გადაახურდაოს.

 

ოპოზიცია აუცილებლად უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ვართ არაორდინარულ ვითარებაში. ამიტომ ვახსენე ზევით, რომ მათ ვერ ამოხსნეს ორუცნობიანი განტოლება. სტანდარტული პოლიტიკური მდგომარეობა არის მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა უფრო პოპულარულია, ვიდრე ხელისუფლება, ჩვენთან მთავარი ოპოზიცია ასჯერ მეტად ეზიზღება ხალხს, ხელისუფლებასთან შედარებით. „ნაციონალური მოძრაობა", როგორც საფრთხე, უფრო მძლავრი იმპულსი იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები. ეს ვერ გაითვალისწინეს „მესამეებმა", იმოქმედეს სტანდარტულად, როგორც გაიდლაინებში წერია და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ამომრჩეველმა მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან" სოლიდარობა არ აპატია", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner