logo_geo
eng_logo
ლეხ კაჩინსკის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება
- +

14 ნოემბერი. 2016. 15:30



პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ნეშტს, ქვეყნის ხელისუფლების სურვილით, ექსჰუმაცია ჩაუტარდება.  



ყოფილი პრეზიდენტის ცხედართან ერთად, ექსჰუმაცია 2010 წელს სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპული 83 ადამიანის ცხედარს ჩაუტარდება, მათ შორის კაჩინსკის ცოლის ნეშტსაც.


დაღუპულთა ნეშტების შემოწმების საფუძველი პოლონეთის მმართველი პარტიის ვერსია გახდა. პარტია „სამართალი და სამართლიანობის" ვარაუდით, შესაძლოა, ავიაკატასტროფამდე თვითმფრინავში ხანძარი გაჩენილიყო.



„რადიო პოლონეთის" ცნობით, ლეხ კაჩენსკისა და მისი მეუღლის ცხედრების ექსჰუმაცია ორშაბათს დაიწყება და მას სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფი განახორციელებს.


პროცესი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 



ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა სმოლენსკში 2010 წლის აპრილში განიცადა. ტრაგედიას ბორტზე მყოფი 96 ადამიანი, პოლონეთის მთავრობის შემადგენლობის დიდი ნაწილი ემსხვერპლა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner