თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი აქლემი, სახელად „ვილი" შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, აქლემმა ვილმა ჩამოსვლისთანავე პირველი რაც გააკეთა, ქართული ვაშლები დააგემოვნა...
„გძინავთ? რა დროს ძილია, ეს ხომ ვილია!
რა დროს პოსტია ამ შუაღამისას? რა ვქნათ, ძალიან გვინდა ჩვენი აქლემი გაგაცნოთ. საჩქაროზედ წამოდგომა და ტანთ ჩაცმა არაა აუცილებელი. წამოწოლილებმაც შეიძლება უყუროთ!"- წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.
აქლემი ვილი საჩუქრად თბილისის ზოოპარკს რიგის ზოოპარკმა გადასცა.