logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ძალიან ვეცადე, რომ...
- +

14 ნოემბერი. 2016. 16:03



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ოტნე ამსაურდია სოციალურ ქსელში წერს:


 

რაში გვარგია ვაჟა-ფშაველა? შოთა რუსთაველი? გალაკტიონი, რობაქიძე, ტიციანი, პაოლო? დიდოსტატის მარჯვენა"? რაში გვარგია ხახულის ხატი მუზეუმში, ან მამაი ლომზე"? ოპიზარები - ბეშქენ და ბექა? რად გვინდა სვეტიცხოველი, სამთავისი, ქართული პოლიფონია, საერთოდ მუსიკა, ყველაფერი ის, რაშიც უშუალო და პირდაპირ ანაზღაურებას ვერ მივიღებთ?

ფული ან ოქრო რაში გვარგია, ბოლო-ბოლო? სავარგული და საჭირო, განათლების მინისტრის და მის მაქებართა აზრით, ნეტავ რა არის? ჭამა-სმა, სექსი და ძილი, თუ კიდევ რაიმე უფრო რადიკალურად კონსუმერისტული, პირუტყვული?!

საკმარისია, ხელმოწერა, ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციები, ბეჭდის დარტყმა და ჩეკის ამორტყმა იცოდე, სხვა რამე რაში ჭირდება ამ ქვეყნის ტიპის ბაზრობის მცხოვრებს?

P.S. ძალიან ვეცადე, რომ მამა-პაპურად არ შემეგინებინა..." - წერს ცოტნე გამსახურდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner