logo_geo
eng_logo
„ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა...“ - მანანა კობახიძე განცხადებას ავრცელებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 16:03


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.



ბოლო დღეებია არ ცხრება ჟურნალისტების ინტერესი ჩემს საპარლამენტო თანამდებობასთან დაკავშირებით, ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციაც გაავრცელეს. ვინაიდან, შესაძლოა, საზოგადოებასაც ქონდეს გარკვეული კითხვები, საჭიროდ ჩავთვალე, გაუწყოთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ  დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე, ვადასტურებ, რომ გუნდის მხრიდან, უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობაა და ამისთვის, მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო თანაგუნდელებს და პირადად პრემიერს! თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე. მე ადამიანის უფლებებს ვიცავდი წლების განმავლობაში, პარლამენტის წევრად არჩევამდეც, ვიცავ ახლაც დეპუტატის პოზიციიდან და გავაგრძელებ მაშინაც კი, როცა ამოვწურავ სადეპუტატო უფლებამოსილებას. ეს ჩემი პროფესიაა, ჩემი საქმეა, რომლის კეთებასაც, ვფიქრობ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების გარეშეც წარმატებით შევძლებ. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მთავარი რაიმე თანამდებობა, ჩვენ გავერთიანდით უმთავრესი მიზნისთვის - დაგვემარცხებინა უსამართლობა და გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, სწორედ თითოეული თქვენგანის ძალისხმევით და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ყველაზე ფართო, საპასუხისმგებლო და საპატიო მანდატით, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია! სწორედ ამიტომ, ყოველგვარი დამატებითი რეგალიების გარეშეც შევძლებ, აქტიურად გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა და მუშაობა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ღირსეულ და კვალიფიციურ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც ექნება ჩემი ხმაც და მხარდაჭერაც, ისევე, როგორც ყველა დასახელებულ კანდიდატს. მე დღეისათვის, კვლავ ვრჩები ჩემს გუნდში, პარტიაში და პოლიტსაბჭოშიც და ვემზადები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომისთვის!" - წერს კობახიძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner