logo_geo
eng_logo
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

21 მარტი. 2016. 02:50



საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულ თანამემამულეებს ულოცავს 21მარტს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს (პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან 1819 წლის 197 წლისთავს) და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს, დასმენების, მოსმენების და ფარული ჩანაწერებისაგან თავისუფალ შემოქმედებით გარემოს, საქართველოს გამთლიანებას, ჩვენი მოსახლეობის რთული პრობლემების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას.


საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ქართულ მედიასივრცეში შექმნილი სერიოზული პრობლემების დარეგულირების მიზნით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუბრუნოს ჟურნალისტებს ისტორიულად კუთვნილი პროფესია და ღირსება. შეიტანოს პროფესიათა ჩამონათვალში ჟურნალისტის პროფესია, დააკანონოს 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტთა სოლიდარობის დღედ. ხელი შეუწყოს მედია ბიზნესის განვითარებას, მის ფინანსურ დამოუკიდებლობას. შეიმუშავოს ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით საკანონმდებლო ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს რედაქციების, ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და მათ უსაფრთხოებას. დააწესოს საგადასახადო შეღავათები, აამოქმედოს საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალებზე რეაგირების სამართლებრივ მექანიზმები.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner