logo_geo
eng_logo
თბილისის სკვერებსა და პარკებში 500 000 ძირი „ვიოლა“ დაირგვება
- +

14 ნოემბერი. 2016. 17:08


 


თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.



160 000 ძირი „ვიოლა პენსი" უკვე  დაირგო რუსთაველის პროსპექტზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხი და  მოყმის"  ძეგლის მიმდებარედ და  ორთაჭალაში - გულიას მოედანზე.



თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის  500 000  ძირ  „ვიოლას"  დარგავს. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner