logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტში საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს
- +

14 ნოემბერი. 2016. 17:25



შსს-ში ადასტურებენ, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.



არსებული ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner