საქართველოში მომავალ წელს ლეგენდარული ამერიკული ბენდი „Aerosmith" კონცერტს გამართავს.
ინფორმაცია თავად ჯგუფის ვებ-გვერდზე ვრცელდება. ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი 20 მაისს, „Bleak See Arena"-ზე გაიმართება.
„Aerosmith" საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.
მუსიკალური ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ტურნე შესაძლოა, მათთვის უკანასკნელი იყოს, ამიტომ მათ მას Aero-Vederci დაარქვეს.
"Aerosmith ბრუნდება ატლანტის ოკეანის გაღმა ერთ-ერთი უდიდესი როკ-შოუთი, რომელიც იქნება 2017 წლის აუცილებლად სანახავი ღონისძიება, რადგან ჯგუფი იწყებს "გამოსამშვიდობებელ" ტურნეს და ამბობს Aero-Vederci Baby!" - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.