logo_geo
eng_logo
საპატრიარქო ჯვარდაუწერელ წყვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

14 ნოემბერი. 2016. 17:32



საპატრიარქო ჯვარდაუწერელ წყვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულიჩოხოსანთა საზოგადოების" ორგანიზებით, დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

 

ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, - ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.

ქორწინების საიდუმლოება ძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას, გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.

 

ოჯახი რომ იყოს მტკიცე და სიყვარული არ განელდეს, აუცილებელია, მეუღლეები შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა-ლოცვაზე დაესწრნენ და აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მოიხვეჭონ სულიწმინდის მადლი. ღმერთის შეწევნა არ მოაკლდეთ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner