„ინტერფაქს-უკრაინას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა.
„უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე პირობა დავდე და წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია. შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.