logo_geo
eng_logo
შსს: ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია, არც ერთი პირი დაკავებული არ არის
- +

14 ნოემბერი. 2016. 20:35


ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა. შსს განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდეგაც არც ერთი პირი არ არის დაკავებული.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. არც ერთი პირი დაკავებული არ არის",- განაცხადეს შს სამინისტროში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner