Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრნდობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტაბოლში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, აფეთქება ერთ-ერთი კომპიუტერიული კომპანიის ოფისში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამანათში იყო მოთავსებული, რომელიც ოფისში კურიერმა შეიტანა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მანამდე აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ დერიკის ადმინისტრაციის შენობასთან, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.