logo_geo
eng_logo
სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
- +

14 ნოემბერი. 2016. 22:29


 

სოფელ კუმურდოში რიგით 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების - კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის - 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.


კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად 14 ნოემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება), სოციალური სააგენტოს სერვისები, „მაგთისა" (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის" (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები და სხვ.


კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთსა და ლაჯანაში.


საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა. .

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner