logo_geo
eng_logo
ხმელთაშუა ზღვაში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა
- +

14 ნოემბერი. 2016. 22:32



„ტასის" ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროებთან, რუსული სამხედრო მოიერიშე „მიგ-29 კ" ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე" დაფრენას ახორციელებდა. მათივე ცნობით, მფრინავმა კატაპულტირება შეძლო და სამძებრო-სამაშველო რაზმმა ის ავიამზიდის ბორტზე უვნებელი აიყვანა.


„საწვრთნელი გაფრენის შემდეგ, ტექნიკური გაუმართაობის გამო, დაფრენისას, ავიამზიდამდე რამდენიმე კილომეტრში მოხდა საავიაციო შემთხვევა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner