ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავი, სადისკუსიო კლუბი და ლიტერატურული კაფე იქნება. წიგნსაცავის თაროები მილიონზე მეტი წიგნით შეივსება.
ინოვაციური პროექტის იდეა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ეკუთვნის, რომლის განსახორციელებლად ეკონომიკის სამინისტროსგან შენობაც მიიღო. აღნიშნული პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.