logo_geo
eng_logo
გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო
- +

14 ნოემბერი. 2016. 22:47



თბილისში,14-დან 20 ნოემბრამდე, გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება. ახალგაზრდა სტარტაპებსა და მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროექტები გააცნონ ფართო საზოგადოებას, ექსპერტებს. მიიღონ მათგან რჩევები და სწორი კურსით განავითარონ ბიზნესი. კვირეულის განმავლობაში მათ შეეძლებათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, შეხვდნენ ექსპერტებსა და სფეროს პროფესიონალებს და გაეცნონ მსოფლიო სტანდარტებს.


გლობალური მეწარმეობის კვირეული ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია. ყოველწლიურად მის ფარგლებში 160-ზე მეტ ქალაქში ტარდება 35 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება.

გლობალური მეწარმეობის კვირეული ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში მეხუთედ იმართება. მას თანაორგანიზატორობასა და პარტნიორობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მესამედ უწევს.


14 ნოემბერს, ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner