თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ როგორც დედაქალაქის მერი, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ჩავერთვება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით იბრძოლოს.
„რაც შეეხება იმას, ვიბრძოლებ თუ არა მეორე ვადით თბილისის მერობისთვის, ეს პოლიტიკური კონსენსუსის საგანია და მე დავემორჩილები გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურად იქნება მიღებული.
თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი. მომავალი წლის არსენალში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე - მეორე ვადაზე", - განაცხადა ნარმანიამ.