logo_geo
eng_logo
ცაზე ყველაზე დიდი სუპერმთვარე გამოჩნდა
- +

14 ნოემბერი. 2016. 23:42



1948 წლის შემდეგ 2016 წლის 14 ნოემბერს მთვარე 7%-ით უფრო დიდი და 15%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება. როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა მას სუპერმთარეს უწოდებენ.


2016 წელს ცაზე სუპერმთვარე სამჯერ დაფიქსირდება - პირველი 16 ოქტომბერს იყო, ხოლო ბოლო 13 დეკემბერს ამოვა. თუმცა ყველაზე დიდი 14 ნოემბრის სუპერმთვარე იქნება.


დედამიწასთან მთვარე ყველაზე ახლოს 1948 წელს იყო, ასევე ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენს პლანეტას 2034 წლის 25 ნოემბერს მოუახლოვდება. მთვარის ერთ წრეს დედამიწის გარშემო 27 დღე სჭირდება. მთვარის ორბიტას ელიფსის ფორმა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ორბიტის ყველა წერტილზე მთვარე დედამიწასთან განსხვავებულ მანძილზე იმყოფება.


სუპერმთვარის დროს მას და დედამიწას შორის მანძილი "მხოლოდ"  356 ათასი კილომეტრი იქნება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დროს მთვარე 400 ათასი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან.  სუპერმთვარე უბრალო მთვარეზე 7%-ით დიდი და 15%-ით კაშკაშა ჩანს.


მეცნიერები კი სუპერმთვარის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულს უწოდებენ.


„არ ვიცი, პირველმა ვინ დაარქვა ამას „სუპემთვარე". ეს დაახლოებით იგივეა, თუ თქვენ 15 ინჩის ზომის პიცის ნაცვლად 16 ინჩიან პიცას შეუკვეთავთ და მას „სუპერპიცას" დაარქმევთ", - განუცხადა BBC-ის ნიუ-იორკის პლანეტარიუმის დირექტორმა ნილ დე გრას ტაისონმა.


მისივე განცხადებით, ჩვეულებრივ სავსე მთვარესა და სუპერმთვარეს შორის შეუიარაღებელი თვალით განსხვავების დანახვა ძალზე რთულია და სუპერმთვარის ეფექტს, ძირითადად, ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ლამაზი ფოტოები ქმნის.


საქართველოში სუპრემთვარემ 18:00 საათისკენ  დაიწყო გამოჩენა.


NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში იქნება მთვარე დედამიწასთან ახლოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner