logo_geo
eng_logo
თამაზ წივწივაძე: გიგა ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი კამეჩის ზაქს
- +

15 ნოემბერი. 2016. 03:33


 

„გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთმანეთიც დაამხონ და ნაციონალური მოძრაობაც. ამათი შებმა დაახლოებით ისეა, როგორც ქართულ ზღაპარშია აღწერილი - „ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი!",- ამის შესახებ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.


წივწივაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აღარაფერს წარმოადგენს.


„როგორც სათამაშო მოედნიდან დაჩუტულ ბურთს, დაჩუტულ სააკაშვილსაც ისე გადმოუგდებს უკრაინის ხელისუფლება ქართველ სამართალდამცავებს - თქვენი დამნაშავეა და თქვენვე გაასამართლეთო! ბორკილდადებული სააკაშვილის დაბრუნება თავის მხრივ ახალი უბედურება იქნება საქართველოსთვის.

 

გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთმანეთიც დაამხონ და ნაციონალური მოძრაობაც. ამათი შებმა დაახლოებით ისეა, როგორც ქართულ ზღაპარშია აღწერილი - „ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი!". ჩვენს შემთხვევაში კი გიგა ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი კამეჩის ზაქს. ოღონდ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოკერიაზე ნაკლებად ცბიერია ან ნაკლებად გარეწარი! საქმე ის არის, რომ სააკაშვილი დღეს აღარავინაა და როგორც პოლიტიკოსი, როგორც ფიგურა, უკვე წარსულია. დღეს, სააკაშვილი აღარც საქართველოს პრეზიდენტია, აღარც ოდესის გუბერნატორი და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც სამეფო კარის რომელიმე კახპა ქალბატონის ფავორიტი!

 

სააკაშვილი ერთი უმუშევარი, უსამშობლო და უსიყვარულო ღარიბია, თუმცა, არც ისე ღარიბი, როგორც ნარკოტიკებითა და იარაღებით მოვაჭრე, თავისი მილიარდებით", - განაცხადა წივწივაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner