20 მარტს იემენის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. რიადი) გიორგი ჯანჯღავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა იემენის რესპუბლიკის პრეზიდენტს მანსურ ჰადის.
აღსანიშნავია, რომ ეს არის იემენის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა.