გაზეთ „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ტოვებს და საცხოვრებლად ამერიკაში მიდის. გამოცემის ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, წამყვანი სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში მიემგზავრება. კიკალიშვილი რამდენი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში P.S.-ის წამყვანი იყო.
გარდა ამისა, გამოცემა, ტელეკომპანია „მაესტროზე" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებითაც წერს. მათი ინფორმაციით, „მაესტროს" გენერალური პროდიუსერი ირაკლი ჩიხლაძე „იმედზე" გადადის და საკვირაო გადაცემას წაიყვანს.