logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: როცა ნიკო ლორთქიფანიძის ჩანახატებზე იზრდები, სამშობლო სხვანაირად გიყვარს
- +

15 ნოემბერი. 2016. 03:59



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

 

როცა ნიკო ლორთქიფანიძის ჩანახატებზე იზრდები, ალბათ სხვანაირად გიყვარს სამშობლო...

 

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირად მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა: მოუარეთ საქართველოს! მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ: მოუარეთ საქართველოს! ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს: მოუარეთ საქართველოს!

 

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი: მოუარეთ საქართველოს!

 

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: მოუარეთ საქართველოს!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner