logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი შესაძლოა, სადღაც დათვრეს და საქართველოში ჩამოფრინდეს
- +

15 ნოემბერი. 2016. 04:43



მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილი „პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში დესის გუბერნატორობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და აცახადებს, რომ  სააკაშვილი არ არის გამორიცხული, სადღაც დათვრეს და საქართველოში ჩამოფრინდეს.


როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ოდესის გუბერნატორობიდან სააკაშვილის გათავისუფლების ბევრი წინაპირობა არსებობდა. მისივე თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება ფორმალურად მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემოქმედებითი მიდგომის შემთხვევაში გამორიცხული არ არის.


„გია ლორთქიფანიძის გადადგომა, ადეიშვილის უკრაინიდან წასვლა, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება სააკაშვილის ფონდის ირგვლივ, ოდესის მერის არჩევნებში სააკაშვილის ფავორიტის დამარცხება და ა.შ. ამ ყველაფრის ფინალი ლოგიკურად იქნებოდა ის, რომ სააკაშვილს დაატოვებინებდნენ თანამდებობას. მიუხედავად იმისა, ვინ ვის დაასწრო, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე მისი თანამდებობზე არყოფნა ცალსახად პოზიტიურად აისახება. დარწმუნებული ვარ, ეს გაჯანსაღების პროცესი ორ ქვეყანას შორის წარმატებით დასრულდება და ის ჩრდილი, რომელსაც ამ ურთიერთობებს აყენებდა ოდესის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, წარსულს ჩაბარდება.

 

ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილმა შესაძლოა საქართველოში გაიღვიძოს ისე, რომ არ ახსოვდეს, როგორ ჩამოვიდა. ის ექსტრაორდინალური პიროვნებაა, შესაძლოა, სადღაც დათვრეს და ჩამოფრინდეს",-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner