logo_geo
eng_logo
დმიტრი გოლუბოვი: დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია
- +

15 ნოემბერი. 2016. 05:32

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, უკრაინაში პოლიტიკური პარტია - „ახალი ძალების პლატფორმა" დააფუძნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად ორი ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის სტატუსის შენარჩუნებას და რა მოლოდინი აქვთ მის უკრაინელ კოლეგებს, ამ საკითხზე გაზეთი „კვირის პალიტრა" მასალას აქვეყნებს. როგორც  უკრაინის რადას დეპუტატი, პოროშენკოს ბლოკის წევრი დმიტრი გოლუბოვი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის შანსები უკრაინაში ნულის ტოლია.


- სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია. ოდესაში, ვინც „მიშკა ქართველის" წესებს არ დაემორჩილა, ყველას ბიზნესი  წაართვა. ერთი შეხედვით, კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კორუფციონერად იქცა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, რომლის ზღაპრებიც დღითი დღე საპნის ბუშტებივით სკდებოდა.

 

- გაქვთ მტკიცებულება, რატომ უწოდებთ სააკაშვილს უკრაინის მთავარ კორუფციონერს?


- მან უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება­ მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა. პარალელურად, ხვდებოდა რადის დეპუტატებს, რომ მათგან პრემიერის პოსტზე დასაწინაურებლად მხარდაჭერა მიეღო, თუმცა ჩემი კოლეგები კარგად ხვდებიან მის მიზნებს და იმასაც, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია. ჩვენი ქვეყანა უკვე საკმარისად დაიტანჯა იმისთვის, რომ კიდევ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი არ შეიფაროს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner