logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არ ვაპირებ, მე-9 მოწვევის პარლამენტში რაიმე თანამდებობა დავიკავო
- +

15 ნოემბერი. 2016. 05:37


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს, თუმცა „ქართულ ოცნებაში" რჩება. კობახიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 


კობახიძე „ქართული ოცნების" გუნდს შეთავაზებული პოსტისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გუნდის და პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა შეთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე.


„მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე ვადასტურებ, რომ გუნდის მხრიდან, უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობაა და ამისთვის, მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო თანაგუნდელებს და პირადად პრემიერს. თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე",-წერს კობახიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner