logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: აშშ ერთგული დარჩება NATO-სადმი
- +

15 ნოემბერი. 2016. 10:38



აშშ-ის პრეზიდენტის ბარა ობამა განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება. ობამას თქმით, აშშ-ის გავლენა გლობალური მასშტაბით არ შემცირდება არჩევნების შედეგით და დაამატა, რომ დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ აშშ ერთგული დარჩება NATO-სადმი.



დონალდ ტრამპის განცხადებით, ალიანსის სხვა წევრებს საკმარისი წვლილი არ შეაქვთ თავდაცვის კუთხით. თუმცა, „ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, ტრამპის პოზიცია ამ საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში შეიცვალა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner