აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება. ობამას თქმით, აშშ-ის გავლენა გლობალური მასშტაბით არ შემცირდება არჩევნების შედეგით და დაამატა, რომ დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ აშშ ერთგული დარჩება NATO-სადმი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ალიანსის სხვა წევრებს საკმარისი წვლილი არ შეაქვთ თავდაცვის კუთხით. თუმცა, „ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, ტრამპის პოზიცია ამ საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში შეიცვალა.