logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება საჭიროა
- +

21 მარტი. 2016. 10:30


„აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება საჭიროა", - ამ კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მედიასთან საუბრისას აკეთებს.


„სახელმწიფოები შუაგულ ომში რომ არიან, ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს. ჟენევის ფორმატს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი კონკრეტულად კონფლიქტზე მუშაობს, მაგრამ კონფლიქტის მიღმა არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ძალიან აწუხებთ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner