აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბარაQ ობამას შეხვედრაზე ჟურნალისტები მათ ჟესტებზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ტრამპის ხელები, რომლებიც სამკუთხედს მოგვაგონებს, მიუთითებს იმაზე, რომ მან „ისეთი რამე შეისწავლა, რაც ადრე არ იცოდა".
ასევე პრესა ყურადღებას ამახვილებს ობამასა და ტრამპის ფეხებზე. ობამას ფეხები უფრო გაშლილი აქვს, ვიდრე ტრამპს, რითიც თითქოს ამბობს - „პრეზიდენტი ჯერ კიდევ მე ვარ", - წერს გამოცემა dailymail.co.uk.
ბარაქ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. პარალელურად მათი მეუღლეები - მოქმედი და მომავალი პირველი ლედი - მიშელ ობამა და მელანია ტრამპიც შეხვდნენ ერთმანეთს.