logo_geo
eng_logo
რუდი ჯულიანი: დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:21



ნიუ-იორკის ყოფილი მერის რუდი ჯულიანი განცხადებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.



ჯულიანის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე.



ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი მოწინააღმდეგედ აქცია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი პრეზიდენტ ბარაქ ობამას პატივს არ სცემდა. რუსეთი ფიქრობს, რომ ის სამხედრო კონკურენტია, ეს კი ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა რუდი ჯულიანიმ.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner