ნიუ-იორკის ყოფილი მერის რუდი ჯულიანის განცხადებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.
ჯულიანის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე.
„ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი მოწინააღმდეგედ აქცია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ბარაქ ობამას პატივს არ სცემდა. რუსეთი ფიქრობს, რომ ის სამხედრო კონკურენტია, ეს კი ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა რუდი ჯულიანიმ.